www.lib.ge
მიხო
მოსულიშვილი
გედები
თოვლქვეშ(მინიატურა
)
ბოლოთქმა
წიგნზე "გედები
თოვლქვეშ"
სადღაც
შორს, ცხრა
მთასა და ცხრა
ზღვას იქით,
კანადის
ერთ-ერთ
პროვინციაში,
რომელსაც
გეოგრაფიული
შესაბამისობის
თვალსაზრისით
უცნაური
სახელი – ბრიტანეთის
კოლუმბია
ჰქვია, კაცს,
სახელად გასი
ჯეკს, ხელობით
ბარმენს,
ძეგლი უდგას –
სტუმრების
გულითადად
დახვედრის,
კარგად
გამასპინძლებისა
და უბადლო
თანამეინახეობისათვის...
გავკადნიერდები
და, მწერლებს,
მათ კარგ
წიგნებს, იმ
კეთილ
მასპინძელს
და იმ მშვიდ,
ბუხრის
ტკაცუნით
გამყუდროებულ
გარემოს
შევადარებ,
რომელიც
გრძელ და
ფათერაკიან
გზებზე
დაღლილ,
ქარ-წვიმებისაგან
დანესტიანებულ
მგზავრს
სულის
მოსათქმელად,
მხნეობის
შესამატებლად
სჭირდება...
გემოვნებამ,
ავმა თუ
კარგმა,
ჩამოყალიბებულმა
ორმოცდაათი
წლის ასაკში,
ამგვარ
გარემოდ
შემაგრძნობინა
პროზაული
კრებული - "გედები
თოვლქვეშ" და
მგონია, რომ
კვლავ და
კვლავ
მომინდება
შეხვედრა მის
ავტორთან,
წყნარად და
გულიანად
მთხრობელ
მიხო
მოსულიშვილთან...
ზაალ
სამადაშვილი
ესეც
გასი ჯეკი
(Gassy Jack) - კანადის
ბრიტანეთის
კოლუმბიაში
მდებარე
ქალაქ
ვანკუვერის
დიდება.
